Saturday, March 17, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა



პროექტის სახელწოდება
  –შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები

პროექტის მთავარი იდეა  –მოსწავლეების მიერ ნასწავლი მასალის განმტკიცება, კვლევის უნარის განვითარება


პროექტის აქტუალობა  –შავ ზღვას ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება.

პროექტის მიზნები –მოსწავლეებში გეოგრაფიული გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.

მონაწილეთა ასაკი  –13–14 წელი,(8 კლასი).

ვადები/ ხანგრძლივობა  –ერთი თვე

მოსალოდნელი შედეგები  –მოსწავლეები მოიძიებენ  შავი ზღვის დაბინძურების ძირითად მიზეზებს, იმსჯელებენ პლაჟების არსებობის აქტუალობის შესახებ,ზღვის დაბინძურების შესუსტების შესაძლო გზებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების  (BSEC) არსებობის მნიშვნელობაზე.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები  –სახელმძღვანელოები,ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა  –საკითხის აქტუალობის განსაზღვრა,ჯგუფებს შორის სამუშაო თემების გადანაწილება,მოძიებული მასალების დაჯგუფება–გაერთიანება.

საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი  –საბუნებისმეტყველო საგნები(ბიოლოგია, ქიმია).

პროექტის ხელმძღვანელი – ლალი გობეჯიშვილი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: laligobejishvili77@gmil.com

პროექტის ბლოგი:  laligobejishvili.blogspot.com